„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016633
18
30/04/2024
ვებგვერდი, 01/05/2024
010260020.35.132.016633
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.mats­ne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016369) შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ამოცანებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების  სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სპორტულ-ახალგაზრდული და საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება/მხარდაჭერა;

გ) ხარისხიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

დ) შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. კულტურული ფასეულობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

ე) ეროვნული და ეთნიკური კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაცია;

ზ)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

თ) ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება. ახალგაზრდული სივრცეების შექმნა-უზრუნველყოფა, გაფართოება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამების, ქვეპროგრამების, პროექტების, ღონისძიებების შემუშავება, დანერგვა, მართვა, ადმინისტრირება და განხორციელება;

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის, ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

გ) ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;

დ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწ-ყობა;   

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან თანამშრომლობა;

ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა;   

ზ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ი) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური აღზრდის ხელშეწყობა, სპორტში ჩართვა და ამ გზით მათი სოციალური ინტეგრაციისათვის მომზადების ხელშეწყობა;

კ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და ხელშეწყობა;

ლ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით მუნიციპა­ლური საწარმოების/ორ­განიზაციების საქმიანობის კოორდინაცია;

მ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური დონის განვითარების ხელშეწყობა;

ნ) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, საკუთარი პოტენციალის, შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განვითარების და  საზოგადოებრივი  ცხოვრების  ყველა  სფეროში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა;

ო) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა-ორგანიზება და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება/ხელშეწყობა;

პ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება;

ჟ)  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა;

რ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) ადმინისტრაციულ-სამარ-თლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილება;

ბ) კულტურის განყოფილება;

გ) სპორტის განყოფილება.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

ბ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და განათლებისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

გ) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

დ) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით პროგრამების მიმდინარეობის ადმინისტრირება;

ე) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან ურთიერთობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

ი) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით მოქმედ ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ლ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი-ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

მ) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორ­განიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს:

მ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლო­ბას და საქმიანობის კოორდინაციას;

მ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯო­ბესების მიზნით რეკომენ­დაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

მ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექ­ტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

მ.დ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური საწარმოების/ორგანი­ზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

მ.ე) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლება­მო­სი­ლების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპა­სუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამო­სილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექ­ტების მომზადებას;

მ.ვ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კულტურის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში,  განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

ბ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

გ) კულტურის მიმართულებებით მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

დ) კულტურის მიმართულებებით პროგრამების მიმდინარეობის ადმინისტრირება;

ე) კულტურის მიმართულებებით პროგრამების  შესრულების ანგარიშების მომზადება;

ვ)  სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

ზ) კულტურის მიმართულებებით მოქმედ ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) კულტურის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორ­განიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს:

თ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლო­ბას და საქმიანობის კოორდინაციას;

თ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯო­ბესების მიზნით რეკომენ­დაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

თ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექ­ტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

თ.დ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური საწარმოების/ორგა­ნიზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

თ.ე) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლება­მოსილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

თ.ვ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესობების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ლ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი-ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპორტის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპორტის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

ბ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

გ) სპორტის მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

დ) სპორტის მიმართულებით პროგრამების მიმდინარეობის ადმინისტრირება;

ე) სპორტის მიმართულებებით პროგრამების  შესრულების ანგარიშების მომზადება;

ვ) სპორტის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორ­განიზაციების საქმიანობის კოორდინაციას, რაც გულისხმობს:

ვ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლო­ბას და საქმიანობის კოორდინაციას;

ვ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯო­ბესების მიზნით რეკომენ­დაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ვ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექ­ტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

ვ.დ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური საწარმოების/ორგა­ნიზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ.ე) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლება­მოსილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ვ.ვ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრუ­ლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ზ) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

თ) სპორტის მიმართულებით მოქმედ ორგანიზაციებთან/და­წესე­ბულებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

კ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწილეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე