დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2052-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 07/03/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 200010000.05.001.018777 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვპუნქტი:
„ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმების განმახორციელებელი სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებაზე, თუ შემოწმება ხორციელდება: ო.ა) შერჩევითი კონტროლით კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ; ო.ბ) განმეორებითი შემოწმების მიზნით გონივრული ვადის ფარგლებში; ო.გ) სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით.“.“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3096 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
|
ქუთაისი, 7 მარტი 2018 წ. N2052-IIს |
დოკუმენტის კომენტარები