დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 31/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/03/2010 - 21/06/2013)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №87
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ
„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 271 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე არ ვრცელდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 2
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, სტატუსის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართოს საქართველოს სახელმწიფოს.
მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადება შედგენილ უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმცხადებლის 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე.
მუხლი 4
რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც ძალაში შედის რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის, ან იმ ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, რომლის კანონმდებლობითაც მოქალაქეობიდან გასვლა დაუშვებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, გასვლის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
მუხლი 5
ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემიდან ორი წლის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უნდა წარუდგინოს:
1. სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის, ან იმ ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, რომლის კანონმდებლობითაც მოქალაქეობიდან გასვლა დაუშვებელია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, გასვლის ნებართვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
მუხლი 6
სააგენტო გონივრულ ვადაში ამოწმებს ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული საბუთების ვალიდურობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 7
სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიღებიდან ერთი წლის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად.
მუხლი 8
ამ დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი საქართველოს მოქალაქეობას ვეღარ მიიღებს გამარტივებული წესით.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები