დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/06/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/06/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110000.10.003.017327 |
|
„რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №87 დადგენილებაში (სსმ, 31.03.2010, მუხლი 529) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ“. 2. მე‑2‑მე‑7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია, სტატუსის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე განცხადება წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში ‑ სააგენტო), საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 3 1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადება შედგენილ უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. განცხადებას უნდა ერთოდეს რეპატრიანტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმცხადებლის 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით. 2. იმ შემთხვევაში, თუ რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირი არ ფლობს ქართულ ან ინგლისურ ენას და არ იმყოფება საქართველოში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული განცხადების შევსებას ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სამინისტრო განცხადებას ელექტრონული ფორმით უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც უზრუნველყოფს მის მიწოდებას საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებისათვის. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის ხელმოწერილი განცხადება განიხილება ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. მუხლი 4 რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, რომელიც ძალაში შედის რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ მიღებისთანავე. მუხლი 5 ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ბრძანებულების გამოცემიდან ორი წლის ვადაში რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირმა სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უნდა წარუდგინოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი. მუხლი 6 სააგენტო გონივრულ ვადაში ამოწმებს ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული საბუთის ვალიდურობას და კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მუხლი 7 ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ითვლება ძალადაკარგულად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები