დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016395 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
16
06/03/2018
ვებგვერდი, 13/03/2018
010250050.35.161.016395
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და
პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის
ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების
დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/03/2018 - 24/04/2018)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას უპირობოდ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობოდ გამოცხადებულ აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 მარტის დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 25/03/2016; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016280).
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები