დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016412 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას (უპირობო ან/და პირობებიანი) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (უპირობო ან/და პირობებიანი) აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, ვებგვერდი, 13/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016395) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 მარტის №16 დადგენილებაში და
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ 2. დადგენილების დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები