დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 84 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №84
2010 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ III, 2009 წ., №38, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-80 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„80. შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) – შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.“.
2. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ.ა) ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი;“;
ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ.ბ) ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა – მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 ეტაპი;“.
3. 65-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები, პირობები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – ქ. თბილისის მთავრობა განსაზღვრავს კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა/მონტაჟისათვის და I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟისათვის ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისათვის უფლებამოსილ ორგანოს.“.
4. 66-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;
ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონტაჟის ტრასის პროექტი;
გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვენებით.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე;
ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონსტრუქციების პროექტი;
გ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა.“.
5. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ე) ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობისას სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;“.
8. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ვ) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენი, II კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, III კატეგორიის საავტომობილო გზა, II კატეგორიის ქუჩა;“.
9. 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);“.
10. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 89. მშენებლობის ეტაპის დასრულება
1. სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე შვიდი დღით ადრე ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ.
2. მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი დგება სამშენებლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიერებისა და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
3. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო პირობებს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი გასცემს მიწერილობას „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს დამკვეთი, მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი.
5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი დგება დამკვეთის, მენარდის ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, რაც წერილობითი სახით დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს და მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.
6. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და II კლასს მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებზე, გარდა ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობებისა.“.
11. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და დადგენილების 67-ე მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება) ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, გარდა 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა.“.
12. 991 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 991 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 992 მუხლი:
„მუხლი 992. საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება
საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლის ან/და შეკეთების შემთხვევაში უნდა შედგეს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, შეკეთების განმახორციელებელი სპეციალიზებული სამსახურისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დამოწმებული ლიფტის გამოცდის აქტი, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, სამუშაოს დასრულება შეატყობინოს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-13 პუნქტები ძალაშია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დოკუმენტის კომენტარები