მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.103.016279
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
23/02/2018
ვებგვერდი, 05/03/2018
010250000.35.103.016279
მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/03/2018 - 28/02/2023)

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2018 წლის 23 თებერვალი

დაბა მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  851 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი. (დანართი №1).
2. მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა (დანართი №2).
მუხლი 2
 დანართი №2-ით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მესტიის  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. 
მუხლი 3
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 4
ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ  დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განხადების ფორმის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016 წლის 27  იანვრის  №3 დადგენილება.
მუხლი 6
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



                                                                                                            დანართი №1 
მესტიის  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ საქმიანობასთან 

დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების (შემდგომ – დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის(პროაქტიული და ბეჭდური ფორმით) გამოქვეყნების წესს, ფორმას და ადგილს.

 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი

1. დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ელექტრონულად ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით (შემდგომ – ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.

მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ადგილი

1. დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით – დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ან ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება დაწესებულებების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (მიეთითება მუნიციპალიტეტის ელექტრონული რესურსების დასახელება ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.

4. მესტიის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.

5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება დაწესებულების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.

 მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი

1. დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.

2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.


                                                                                                                                                                          დანართი №2
მესტიის  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

მესტიის  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

1. ზოგადი ინფორმაცია მესტიის  მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების 

 (შემდგომ – დაწესებულებებიშესახებ

N

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილების 

შემთხვევაში

1.2

დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ორგანოებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების

 შემთხვევაში

1.3

დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

1.4

დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილების 

შემთხვევაში

1.5

დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: 

სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების 

შემთხვევაში

1.6

დაწესებულებების, მათი სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

 

 

 

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების 

შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების 

შემთხვევაში

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების

 შემთხვევაში

2.4

მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის

 წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული

ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება ყოველწლიურად

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

ქვეყნდება კვარტალურად

 

3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

 

 

 

 

3.1

დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების

ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

 

4. ინფორმაცის დაწესებულებების მიერ განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ

 

 

 

4.1

მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუალების,ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

4.3

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქონების

გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ 

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

4.5

მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

4.6

6 მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა

მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

 

5. ინფორმაცია დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვის შესახებ

 

 

 

 

5.1

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღე

5.2

მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული 

ბიუჯეტები ქვეყნდება კვარტალურად

5.3

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

5.4

საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში

5.5

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად 

5.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე  გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად)  და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.7

დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზეგაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

დაწესებულების ბალანსზე რიცხული  უძრავი ქონეის ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები, კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.13

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.14

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.15

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან  მესტიის მუნიციპალი ტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

 

6. სამართლებრივი აქტები

 

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

 

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

 

7. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

 

7.1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმები შესაბამისი 

სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები შესაბამისი 

სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში;

7.3

დასახლების საერთო კრების ოქმები მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის 

მიღებიდან 10 დღის ვადაში

7.4

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის 

რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში

7.5

მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები შესაბამისი 

ანგარიშის წარდგენიდან  10 დღის ვადაში

7.6

პეტიცია

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორია-ზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

 

8. სხვა საჯარო ინფორმაცია

 

8.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

8.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღე.