დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.103.016397 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05.03.2018 სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.103.016279) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დანართი №2-ით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობითა და საქართველოს მთავრობის სტანდარტით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.“ |
2.
დადგენილებას დაემატოს მუხლი 21 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. დანართი №2-ით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის გარდა გამოქვეყნებას ექვემდებარება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი ინფორმაცია, რომლის შესახებაც წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებას მოთხოვნით მიმართა 5(ხუთმა) და მეტმა განმცხადებელმა.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მეორე მუხლს,დაემატოს მე-5 პუნქტი და მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:
„5. საჯარო დაწესებულების თანამდებობის პირის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განისაზღვრება პირები, რომლებიც ვალდებული არიან პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია მიაწოდონ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები