მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
დოკუმენტის ნომერი 7/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016382
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7/2018
26/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
010340000.15.008.016382
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/2018 - 23/03/2019)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №7/2018

2018 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 116-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრირდება საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
1. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ორი ფოტოსურათი, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ერთ ეგზემპლარად და ასევე, მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი”); პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო”); არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი; მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი; თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

5. განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.

მუხლი 2
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საარჩევნო კანონმდებლობით  დადგენილი წესით, მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 3
1. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხარდამჭერთა სიების შემოწმების დასრულებიდან 3 დღის ვადაში:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 3 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 5 დღის ვადაში.

3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება საარჩევნო კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში, იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

მუხლი 4
შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
მუხლი 5
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
მუხლი 6
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საქართველოს პარლამენტის  მაჟორიტარი წევრობის კანდიდატს, თუ:

ა) არასრული ან არასწორია ამ დადგენილებით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და  კანონით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

გ) არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები;

დ) დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა;

ე) კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება;

ვ) საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი