დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8/2022 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/02/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.15.008.016613 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 26 თებერვლის №7/2018 დადგენილებით დამტკიცებული მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქციის (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/02/2018, 010340000.15.008.016382):
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 116-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და 198-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია წარადგინოს მაჟორიტარი კანდიდატი. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 116-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრირდება საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 198-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:”. 2. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტის „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთი რეკვიზიტების არსებობის შემთხვევაში).”; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და ორი ფოტოსურათი, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა ერთ ეგზემპლარად და კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის შემდეგი მონაცემები: გვარი, სახელი; დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); სქესი; მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით); საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება); თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი”); პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო”); საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი; მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი; თანხმობა, კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში; ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი; ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.”. 3. მე-6 მუხლის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კანდიდატმა არ წარმოადგინა უფლების ჩამორთმევისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები;”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები