გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016250
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
23/02/2018
ვებგვერდი, 01/03/2018
010250050.35.134.016250
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2018 - 30/11/2018)

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 23 თებერვალი

დაბა ქედა

 

გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პრიმა პუნქტისა და „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 მაისის №6 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 341 მუხლის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო  „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რეგლამენტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქედის მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი

1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) ქედის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის  წარდგენა;
დ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში  წინადადებების შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით  წარმოადგინოს ქედის მუნიციპალიტეტი;
ბ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა და უფლებამოსილება
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ან საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.
3. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საბჭოს წევრის შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება.
5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქედის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.

მუხლი 4. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 6. დადგენილების ამოქმედება
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ქედის მუნიციპალიტეტის სკარებულოს თავმჯდომარეშუქრი თურმანიძე