დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/11/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.134.016290 |
|
„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/02/2018, 010250050.35.134.016250) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1
“ ქვეპუნქტი:
„დ1) „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციის ლოკალიზაციის ხელშეწყობა.“ |
2.
დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბჭოს წევრის შერჩევისას გაითვალისწინება საკრებულოში არსებული ფრაქციების წარმომადგენლობითობა, გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება“. |
3.
დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქედის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოწვევით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების (არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინების არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი მიმართვის საფუძველზე“. |
4.
დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა არ უნდა იყოს 40%-ზე ნაკლები. 7. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (ჯგუფები), რომლის (რომელთა) შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე“. |
5.
დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „1. საბჭოს მუშაობის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები