„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017076
83
23/02/2018
ვებგვერდი, 26/02/2018
230210000.22.033.017076
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №83

2018 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1.  მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო  დღისა, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:  

„11. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი №II-01) რეგისტრაციის ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის ან  საბაჟო საწყობის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის  მე-4 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.“.

2. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.“.

3. მე-17 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე (როგორც სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე, ასევე იმ საქონელზე, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია) დროებით შენახვის ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 180 დღით, დროებით შენახვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“.

4. 44-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმპორტის დროს – პირველი–მე-11 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საწყობის დროს – პირველი–მე-12 და R გრაფებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გრაფა 12. „დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი/საბაჟო საწყობი/შენახვის სხვა ადგილი და ვადა“ – ივსება ექსპორტის, რეექსპორტის ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში. ამასთან, საწყობის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში მიეთითება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის კოდი და საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის თარიღი.“.

5. დანართი №VIII-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  საქართველოს  საბაჟო  ტერიტორიაზე  საქონლის  ტრანზიტით  გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.“.

7. 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

5. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონლის შენახვის გაგრძელებული ვადა დღეებში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის ახალი თარიღი;

ბ) წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი საბაჟო დეკლარაცია.“.

8. მე-80 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დროებით შენახვის ვადისა, საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვისას – ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე