ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 06
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016228
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
06
21/02/2018
ვებგვერდი, 22/02/2018
010250020.35.131.016228
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2018 - 24/12/2021)

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა  და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის პირველი  პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც   არ არის საკრებულოს   თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანოს საფინანსო სამსახურმა ყოველი თვის 20 რიცხვში უზრუნველყოს საკრებულოს წევრების, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
მუხლი 3
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 აგვისტოს  №15 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინათია თხილაიშვილი