დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016354 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/02/2018 - 05/04/2018)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №33 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი 12/09/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016184). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. |
|
დანართი №1
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება |
მუხლი 1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურის და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების , სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას . 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , გამგეობის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან . 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს სამსახურის ერთ -ერთ მოხელეს . 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -16 მუხლით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონისა და მერიის დებულების შესაბამისად . მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ; ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას ; გ ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ; დ ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ; ე ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; ვ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; ზ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; თ ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; ი ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას ; კ ) წინადადებების , დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის , განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე ; ლ ) დასახლებებში გაზმომარაგების , კანალიზაციის , წყალმომარაგების , გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას , მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას ; მ ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის , ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად ; ნ ) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას ; ო ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია -განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას , დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ; პ ) 5000 ლარამდე ღირებულების სამუშაოების და მომსახურების ხარჯთაღრიცხვების საჭიროებისამებრ შესრულება ს; ჟ ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები