დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016403 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016354) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილებისა და საჯარო მოხელისაგან – სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობის განხორციელება შეიძლება დაევალოს განყოფილების უფროსს.“. |
2.
დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
,,21. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოხელეებისაგან. 22. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13 მუხლისა და ამ დებულების შესაბამისად. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, მისი უფლება-მოვალეობების შესრულება შეიძლება დაევალოს განყოფილების ერთ-ერთ საჯარო მოხელეს.". |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1 ქვეპუნქტი:
,,კ1) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას;“. |
4.
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:
,,მუხლი 4. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილების ფუნქციები ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას; გ) დასახლებებში გაზმომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგების, გარე განათების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას, მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას; დ) ღონისძიებების დაგეგმვას წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გასაწმენდად; ე) სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობის განსაზღვრას და მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ვ) ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო გზების რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებას, დამტკიცებული პროგრამის განხორციელების კოორდინაციას; ზ) 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარამდე ღირებულების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საჭიროებისამებრ შესრულებას.“. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები