საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016245
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
19/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250050.35.133.016245
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (27/02/2018 - 28/07/2023)

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროქტიული გამოქვეყნების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს განცხადების ფორმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისთვის, დანართი №3-ის შესაბამისად.
4. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე



დანართი 1

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომში წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. წინამდებარე წესი არეგულირებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისთვის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.

3.   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ზუსტი მისამართია www.khelvachauri.ge .


მუხლი 2. ინფორმაციის კატეგორიები
1.  ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორი უფლებები დაცულიასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებსაქართველოს კანონით.

4.  ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.


მუხლი 3. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოყენება
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობისა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფრმაციის მიმწოდებელი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში და საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი (პირები), ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.

2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „პროაქტიული გამოქვეყნება“ რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის, ხოლო საკრებულოში საკრებულოს აპარატის უფროსი.

4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.


მუხლი 4. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
1. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (დებულება/რეგლამენტი/წესდება, შინაგანაწესი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ბ) ადმინიტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგურირებელი სამართლებრივი აქტები (ნორმატიული და ინდივიდუალური აქტები), ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტები – ბრძანებები, რომლებიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას (ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში);

გ)  ადმინისტრაციული ორანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

დ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ე) ადმინისტრაციული ორგანოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების /ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების /ხელმძღვანელების მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის (არსებობის შემთხვევაში) ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ვ) საქართველოს კანონის ,,ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ წლიური  სტატისტიკა;

ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

თ) სახელმწიფო  შესყიდვების წლიური  გეგმა (ქვეყნდება კვარტალურად);

ი) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული  ორგანოს მიერ;

კ) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით  სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ძალაში შესვლიდან 10 დღეში.



 

დანართი №2

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღავრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ საქართველოს კანონით საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსი დადგენილი წესითა და ვადებში.

2.  მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ  დისკზე ჩაწერით.

3. თუ  დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს თანხასაჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობით.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1.  საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად  ან წერილობითი  ფორმით მიღებით  დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური  პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამქმისწარმოების განყოფილებაში საკრებულოს შემთხვევში  საკრებულოს აპარატში  ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე   khelvachauri.mun@gmail.com  ზემოთ  ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმეტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.


მუხლი 4. საჯარო  ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდიდან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი  არ გადაიხდევინება:

)  ინფორმაციის ჩაწერისას ინფორმაციის მოთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე;

) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

2. საჯარო  ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია ,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონით.


მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელ-განცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს ან/და საკრებულოს აპარატს რეგისტრაციისათვის და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი  ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონითსაქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსი დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.

3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.

4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ან/და საკრებულოს აპარატში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.



დანართი №3

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს
-------------------------------------------------
მოქ. -----------------------------------------------,
მცხ. -----------------------------------------------
ტელ/მობ: ----------------------------------------
ორგანიზაციის დასახელება: ---------------------
-------------------------------------------------------

                                 

             გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

1.  გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ----------------------------------------------------------    (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება)  ინფორმაცია ელექტრონული სახით.  ასევე გთხოვთ:

ა)  მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით      -----------------------------

ბ) მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე. ასევე თანხმობას, ვაცხადებ შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა;

გ) მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარდგენილ მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე;

დ)  მოთხოვნილი ინფორმაცია გამომიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით, ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებ შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა.

                                    (მონიშნეთ თქვენს მიერ მისაღბი ფორმა)

 

 

 

 

დაინტერესებული პირი  (განმცხადებელი)    -------------------------------------

 

 

                                                                                                   თარიღი   ---------------------