დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.163.016391 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/02/2018 - 23/03/2018)
|
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებელი.
|
| მუხლი 2 |
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის –
1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, აგრეთვე ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა) –
1 კვადრატული მეტრი 1 (ერთი) ლარის ოდენობით.
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 4 |
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
|
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №48 დადგენილება „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 28/10/2014, 210020030.35.176.016048).
|
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №15 დადგენილება „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30/06/2017, 210020000.35.163.016343).
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. მშენებლობის ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა - ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში. 2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები ნებართვაში მითითებულ ვადებში. მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური/იურიდიული პირი. მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე/მოსარგებლე ფიზიკური/იურიდიული პირები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებსაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა. მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულები არიან სახელმწიფოს მიერ 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის იურიდიული პირები, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2019 წლის 01 იანვრამდე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები