დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 08 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.163.016663 |
|
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 თებერვლის №13 დადგენილებაში „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 14/02/2018; 210020030.35.163.016391) და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2 1. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები და დამხმარე ნაგებობები – 1 (ერთი) ლარი; ბ) სამეწარმეო (კომერციული დანიშნულების) სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები – 3 (სამი) ლარი; გ) არაკომერციული (დამხმარე) დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები – 1 (ერთი) ლარი; დ) კომერციული დანიშნულების ობიექტები და საწარმოები (მათ შორის, სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და სხვა არასაცხოვრებელი დანიშნულების ობიექტები) – 5 (ხუთი) ლარი; ე) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები – 5 (ხუთი) ლარი. 2. მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შემთხვევაში განისაზღვროს კლასების მიხედვით, შემდეგი სახით: ა) II კლასის შენობა-ნაგებობა – 50 ლარი; ბ) III კლასის შენობა-ნაგებობა – 250 ლარი; გ) IV კლასის შენობა-ნაგებობა – 400 ლარი. 3. მოსაკრებელი არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები