დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.159.016328 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
9
06/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
010250000.35.159.016328
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (13/02/2018 - 27/12/2021)
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განესაზღვროს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თვეში 600 (ექვსასი) ლარით. |
| მუხლი 2 |
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2015, №010250000.35.159.016210) |
| მუხლი 3 |
| დადგენილება ძალაში შევიდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები