მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.159.016328
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
06/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
010250000.35.159.016328
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2018 - 27/12/2021)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2018 წლის 6 თებერვალი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის,  156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის  ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელსაც არ მიეცემა ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგო, საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის, ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის, განესაზღვროს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა თვეში 600 (ექვსასი) ლარით.
მუხლი 2
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №31 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/09/2015, №010250000.35.159.016210)
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე