საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.038.016955
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49
08/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
040030000.22.038.016955
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2018 - 16/08/2021)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №49

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე

 


„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად თანდართული  სახით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის  74 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა

 


ნიმუში:

აღწერილობა:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომლის ველსაც ოთხ თანაბარ ნაწილად ჰყოფს წითელი ჯვარი. ოთხივე ნაწილში თეთრ ფონზე გამოსახულია თანაბარი ზომის თითო წითელი ბოლნური ჯვარი. ველის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ოთხკუთხა ფარი. ფარის ველი ლურჯია. ფარის ზედა ნაწილში ლურჯ ველზე გამოსახულია ორი ვერცხლის სტილიზებული ლომი (პროფილში). ლომებს წინა თათებით ვერცხლის გაშლილი გრაგნილი უპყრიათ, რომელზეც გადაშლილი ლაჟვარდისფერი (ლურჯი) წიგნია გამოსახული. წიგნის თითოეულ გვერდზე თითო ვერცხლისფერი გასაღებია მოთავსებული. მარცხენა გასაღების გამღები ნაწილი ზემოთ არის მიმართული, მარჯვენისა კი – ქვემოთ. წიგნის ქვემოთ (ვერცხლის გრაგნილზე) სასწორის პინები ისეა გამოსახული, რომ სასწორის ფუნქციას სიმბოლურად წიგნის ქვედა მხარე ასრულებს. ფარის ქვედა ნაწილში გადაშლილი წიგნია გამოსახული. ფარის ქვედა ნაწილზე გადმოფენილია თეთრი სადევიზე ბაფთა, რომლის წინა ველზე ლურჯი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი „კანონი და ღირსება“.

 

მრგვალ ჰერალდიკურ ფარს ორი ქობა შემოჰყვება. კიდეზე შემოყოლებული ქობა ლურჯია და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ვერცხლისფერი წარწერა: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“. სიღრმეში შემოყოლებული ქობა ნაცრისფერია და მასზე ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოსახულია ლურჯი  წარწერა: „პრობაციის ეროვნული სააგენტო“.