დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 755 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017246 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3130-რს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016981) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს აქვს ემბლემა (დანართი №1). სააგენტოს ემბლემა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს ბლანკებსა და სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის აბრაზე, სააგენტოს სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, სააგენტოს მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობებსა (დანართი №2) და სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებსა და ბეჭდებზე, საკანცელარიო ნივთებზე, სუვენირებსა და სხვა საგნებზე.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი: „41. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – „National Agency For Crime Prevention Execution of Non-custodial Sentences and Probation“.“. 2. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №1 და დანართი №2.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ემბლემის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 8 თებერვლის №49 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები