მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016407
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
02/02/2018
ვებგვერდი, 08/02/2018
010250000.35.153.016407
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენებისმართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/02/2018 - 30/03/2018)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 2 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-16 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

ბ)მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

მუხლი 2
1. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის - 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.25 ლარით თვეში.  ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს  4  სულით.

მუხლი 3
1. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ მცხეთისა) ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები დანართი №2-ის  და დანართი №3-ის შესაბამისად.

3. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.

4. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის  ქვითრების ტიპური ფორმები დანართი №5-ის და  დანართი №6-ის  შესაბამისად.

5. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი დანართი №7-ის შესაბამისად.

 

მუხლი 4
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №12 (სსმ. 05/03/2015. 010250000.35.153.016262)  და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 ნოემბრის №37 (სსმ, 14/11/2014, 010250000.35.175.016037) დადგენილებები.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე



დანართი №1

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის საქართველოს ორგანული კანონის, “ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს.

2. ეს წესი აწესრიგებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს, რომელიც ირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.

5. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებელთა განყოფილების მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.

6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდგომ – მესაკუთრე/ მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. მოსაკრებელის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, მოთხოვნის შემთხვევაში რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).

6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება.

7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.

9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან  გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში. იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 და 2015 წლის 18 მაისის N215 დადგენილებებს.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

4. არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართზე ან მათ ნაწილზე, ღია ტერიტორიების ფართზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და შესაბამისად არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე, არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით.

5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებას შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.


მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის და ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მესაკუთრის მონაცემები;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

ე) მხარეთა უფლება - მოვალეობები.

3. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია მხარეთა შეთანხმებით გადამხდელს შეიძლება ეცნობოს სატელეფონო SMS შეტყობინებით.

6. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, უფლება აქვთ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

7. მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო, ურთიერთშეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.    



დანართი №2

მცხეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ მცხეთისა) ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები

ზომის ერთეული

ნარჩენების

წლიური

დაგროვების ნორმა 3

 

 

განაკვეთი თვეში

1მ3 ნარჩენზე 15 ლარი

 

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები გალერიები, არქივები

საერთო ფართის 1მ2

0,04

0,05

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

 

საერთო ფართის 1მ2

0,08

0,1

3

კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები

მაყურებლის ერთი სავარძელი

 

0,331

0,41

4

მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები

მომსამხურების

ერთეული

0,128

0,16

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ

დაერიცხება)

 

ერთ მოსწავლეზე,

აღსაზრდელზე

0,08

0,1

6

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო

საცხოვრებლები

 

მომსამხურების

ერთეული

1,72

2,15

7

საოჯახო სასტუმროები

მომსამხურების

ერთეული

0,8

1,00

8

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

მომსახურების

ერთეული, ერთი საწოლი

1,157

1,15

9

პოლიკნილიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური

ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები

 

საერთო ფართის 1მ2

0,16

0,2

10

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი

დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

 

ღია ფართის 1მ2

 

დახურული ფართის 1მ2

0,02

 

0,08

0,025

 

0,1

11

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის 1მ2

0,76

0,95

12

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები

 

სამუშაო ფართის 1მ2

0,25

0,31

13

აგრარული ბაზრები (სამუშაო ფართი), ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1მ2

0,3

0,37

14

შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის: შინაურცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები

 

 

საერთო ფართის 1მ2

 

0,21

 

0,26

15

საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა

საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

 

ღია ფართის 1მ2

 

დახურული ფართის 1მ2

0,02

 

0,04

0,025

 

0,05

16

ავტოგასამართი,  ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1მ2

0,08

0,1

17

სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები,

სასაკლაოები

 

ღია საერთო ფართის 1მ2

 

დახურული საერთო

ფართის 1მ2

0,008

 

 

0,04

0,01

 

 

0,05

18

სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტები

 

ღია საერთო ფართის 1მ2

 

დახურული საერთო

ფართის 1მ2

0.02

 

 

0.14

0.025

 

 

0.17

19

აბანოები, საუნები და საცურაო აუზები

ღია საერთო ფართის 1მ2

 

0.18

0.22

20

სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის

და ესთეტიკის ცენტრები

ღია საერთო ფართის 1მ2

 

0.35

0.43

21

სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე  წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

ღია საერთო ფართის 1მ2

0,25

0,31

22

რესტორნები, პიცერიები,სასადილოები, გარდა

უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა. კაფეები და ბარები

 

ერთ დასაჯდომ

ადგილზე

2,40

3,00

23

 

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ

ადგილზე

0,4

0,5

24

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი

ადგილების გარეშე)

სამუშაო ფართის 1მ2

0,26

0,32

25

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები,

ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

 

საერთო ფართის 1მ2

0,36

0,45

26

ვაგზლები, აეროპორტები, აეროდრომები, ავტოსადგომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები

 

ღია ფართის 1მ2

 

დახურული ფართის 1მ2

0,008

 

0,08

0,01

 

0,1

27

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის

ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, კარიერები

საერთო ფართის 1მ2

0,008

0,01

28

სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

 

ერთი ადგილი

0,6

0,75

29

საწარმოო დანიშნულების ობიექტების, ღია

ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1მ2

0,008

0,01

30

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა (საწყობები)

საერთო ფართის 1მ2

0,04

0,05

 


დანართი 3

ქალაქ მცხეთის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები

ზომის ერთეული

ნარჩენების

წლიური

დაგროვების ნორმა 3

 

 

განაკვეთი თვეში

1მ3 ნარჩენზე 20 ლარი

 

1

2

3

4

5

1.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები გალერიები, არქივები

საერთო ფართის 1მ2

0,04

0,07

2.

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

 

საერთო ფართის 1მ2

0,08

0,13

3.

კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები

მაყურებლის ერთი სავარძელი

 

0,331

0,55

4.

მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები

მომსამხურების

ერთეული

0,128

0,21

5.

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ

დაერიცხება)

 

ერთ მოსწავლეზე,

აღსაზრდელზე

0,08

0,13

6.

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო

საცხოვრებლები

 

მომსამხურების

ერთეული

1,72

2,87

7.

საოჯახო სასტუმროები

მომსამხურების

ერთეული

0,8

1,30

8.

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

მომსახურების

ერთეული, ერთი საწოლი

1,157

1,92

9.

პოლიკნილიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური

ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები

 

საერთო ფართის 1მ2

0,16

0,27

10.

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი

დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

 

ღია ფართის 1მ2

 

დახურული ფართის 1მ2

0,02

 

0,08

0,03

 

0,13

11.

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის 1მ2

0,76

1,27

12.

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები

 

სამუშაო ფართის 1მ2

0,25

0,42

13.

აგრარული ბაზრები (სამუშაო ფართი), ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1მ2

0,3

0,50

14.

შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები

 

 

საერთო ფართის 1მ2

 

0,21

 

0,35

15.

საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა

საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

 

ღია ფართის 1მ2

 

დახურული ფართის 1მ2

0,02

 

0,08

0,03

 

0,13

16.

ავტოგასამართი,  ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1მ2

0,08

0,13

17.

სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები,

სასაკლაოები

 

ღია საერთო ფართის 1მ2

 

დახურული საერთო

ფართის 1მ2

0,008

 

 

0,04

0,013

 

 

0,07

18.

სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, შავი და ფერადი ლითონების მიმღები პუნქტები

 

ღია საერთო ფართის 1მ2

 

დახურული საერთო

ფართის 1მ2

0.02

 

 

0.14

0.03

 

 

0.23

19.

აბანოები, საუნები და საცურაო აუზები

ღია საერთო ფართის 1მ2

 

0.18

0.30

20.

სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის

და ესთეტიკის ცენტრები

ღია საერთო ფართის 1მ2

 

0.35

0.58

21.

სამეწარმეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე  წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

ღია საერთო ფართის 1მ2

0,25

0,42

22.

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, გარდა

უმწეოთათვის უფასო სასადილოების. კაფეები და ბარები

 

ერთ დასაჯდომ

ადგილზე

2,40

4,00

23.

 

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ

ადგილზე

0,59

0,98

24.

საცხობები,საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი

ადგილების გარეშე)

სამუშაო ფართის 1მ2

0,26

0,43

25.

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები,

ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

 

საერთო ფართის 1მ2

0,36

0,60

26.

ვაგზლები, აეროპორტები, აეროდრომები, ავტოსადგომები, რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები

 

ღია ფართის 1მ2

 

დახურული ფართის 1მ2

0,008

 

0,08

0,013

 

0,13

27.

ღია ტიპის,დასვენებისა და გასართობი თავშეყრის

ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები. კარიერები

საერთო ფართის 1მ2

0,008

0,013

28.

სამხედრო ნაწილები და პენიტენციალური სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება)

 

ერთი ადგილი

0,6

1,00

29.

საწარმოო დანიშნულების ობიექტების, ღია

ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1მ2

0,008

0,013

30.

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობების საწარმოო ნარჩენების გარდა (საწყობები)

საერთო ფართის 1მ2

0,04

0,07

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

 

მ = გ X რ

 

მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი);

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა ( შესაბამისი ფართი,ადგილი,საწოლი და ა .შ.).


დანართი 4

 



. მცხეთა                                                                                                               „ - - “ - - - - - - - 20      .

 

 

 

ჩვენ, ერთი მხრივ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის ------------------------ სახით, შემდგომში „მცხეთის მუნიციპალიტეტი”, ხოლო, მეორე მხრივ

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

/ობიექტის დასახელება/საიდენტ.კოდის №/მისი მესაკუთრე/მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი/

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                        /გვარი სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი/

 

 

შემდგომში „ობიექტად” წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

ობიექტის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გატანა ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

 

მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები

1. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას მცხეთის მუნიციპალიტეტი ახორციელებს შესაბამისი სამსახურის ან პირის მეშვეობით.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტმა ობიექტიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოახდინოს

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                          /მიეთითოს, რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში/

 

3. მოსაკრებლის გადამხდელი ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტს წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში არსებული იმ საწარმო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართის ან მათი ნაწილის, ღია ტერიტორიის ფართის ან მათი ნაწილის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებენ, გამოუყენებელია და მათ ტერიტორიაზე არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი), რა დროსაც უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის კორექტირება (შესაბამისი საქმიანობის და ზომის ერთეულის მიხედვით).

4. ობიექტი ვალდებულია წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოაგროვოს და განათავსოს სპეციალურ ურნებში.

5. ობიექტი ვალდებულია თავად შეიძინოს სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყოს მისი განთავსების ადგილი.

6. ობიექტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვოს როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტიდან, ისე მომსახურე პირისგან.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულ შემთხვევებში ობიექტის მესაკუთრე/მოსარგებლე მცხეთის მუნიციპალიტეტს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს, დამოწმებულს შესაბამისი ორგანოების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მათ მიერ სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად.

8. ობიექტი უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტს მოსთხოვოს მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა ან კორექტირება.

მუხლი 3. ანგარიშსწორების პირობები

1. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება 1მ3 საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანაზე შეადგენს ...................................... ლარს.

2. ობიექტისთვის ყოველთვიური დაგროვების ნორმის ერთეული დადგენილია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ___ _________ № ___ დადგენილებით და განისაზღვრება ------------------------

                                                      /ზომის ერთეული/

3. ობიექტისთვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ....................... ლარით. იგი არის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ნამრავლი.

4. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის გადახდის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ობიექტს დაერიცხება საურავი გადასახდელი თანხის 0.01% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აცნობონ ერთმანეთს ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების შეცვლის შესახებ.

მუხლი 4. ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უფლებამოსილია მოახდინოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირება, კერძოდ, მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს ნებისმიერ დროს, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

2. ობიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს ხელი შეუწყოს მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებაში და არ დაუშვას მათი ხელშეშლა.

3. მხარეები უფლებამოსილნი არიან ანგარიშსწორების თაობაზე ნებისმიერ დროს მოსთხოვონ ერთმანეთს შედარების აქტის შედგენა, მიუხედავად იმისა, ეთანხმებიან თუ არა მის სისწორეს.

მუხლი 5. დავები და მათი გადაწყვეტის წესი

1. მხარეთა შორის წამოჭრილი დავები შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნეს ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს, სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 6. ფორსმაჟორი

1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით როგორიცაა: წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები. აგრეთვე, ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.

2. მხარე რომელსაც შეექმნა ფორსმაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.

მუხლი 7. სხვა პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის თანხმობის გარეშე.

3. ხელშეკრულება დგება ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტა

1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან.

2. ხელშეკრულება დადებულია 2 წლის ვადით

3. თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე არც ერთი მხარე არ განაცხადებს ამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, იგი ავტომატურად ჩაითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით.

4. მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტონ ხელშეკრულება.

მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები

მცხეთის მუნიციპალიტეტი                                     ---------------------------------

                                                                                                 ს/კ 236099789

მისამართი: ქ. მცხეთა, ანტიოქიის ქ. № 7 ________________________________

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი _________________________________

_______________________

სახაზინო რეკვიზიტები

სახელმწიფო ხაზინა

ა/ა 200122900

ბანკის კოდი: TRESGE22

სახაზინო კოდი: 300783189

(მოსაკრებელი ტერიტორიის დასუფთავებისათვის).


 დანართი №5

                                                             დასუფთავების მოსაკრებელი

                                                                                  ქვითარი

 


აბონენტი №

გვარი, სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

თარიღი: - - - - - - - - - - -

 

 

 

გადასახდელი პერიოდი

ზომის ერთეული

განაკვეთის ზომის 1 ერთეულზე

თანხა გადასახდი თვეში

 

 

 

 

 

 

წინა დავალიანება: - - - - - - -

გადახდილი თანხა: - - - - - - -

სულ გადასახადი: - - - - - - -

 

 

                                             მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

 

სახაზინო რეკვიზიტები

 

ხაზინის ერთიანი ანგარიში

 

სახელმწიფო ხაზინა

 

ბანკის კოდი:

 

სახაზინო კოდი (მოსაკრებლის ტერიტორიის დასუფთავებისათვის).

 

მიმდინარე გადასახადის - - - - - - - - - - - - - - – მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.

 

ცნობებისათვის მიმართეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილებას.

 

მომსახურე პირი

 

მისამართი

 

ტელეფონი;

 

 


დანართი №6

დასუფთავების მოსაკრებელი

 


ქვითარი №

 

აბონენტი №

 

გვარი, სახელი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

 

თარიღი: - - - - - - - - - - -

 

გადასახდელი პერიოდი

გადსახ. თვეში ერთ სულზე

სულთა რაოდენობა

თანხა

 

 

 

 

 

წინა დავალიანება: - - - - - - -

გადახდილი თანხა: - - - - - - -

სულ გადასახადი: - - - - - - -

 

 

                                მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

 

სახაზინო რეკვიზიტები

 

ხაზინის ერთიანი ანგარიში

 

სახელმწიფო ხაზინა

 

ბანკის კოდი:

 

სახაზინო კოდი (მოსაკრებლის ტერიტორიის დასუფთავებისათვის).

 

მიმდინარე გადასახადის - - - - - - - - - - - - - - – მდე გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.

ცნობებისათვის მიმართეთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილებას.

 

მომსახურე პირი:

 

მისამართი

 

ტელეფონი:

 

 


დანართი №7

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (ტექსტში შემდგომ - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს – მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტი უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, უფლებამოსილია: ორგანიზება გაუკეთოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას; ორგანიზაციის, დაწესებულებების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლებას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე გატანას;

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება ხორციელდება: შპს „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ მეშვეობით;

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

5. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.

6. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი, აგრეთვე სამსახური ან ოპერატორი, ვალდებული არიან დაიცვან, შეასრულონ და დააკმაყოფილონ წინამდებარე წესები.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1.      ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;

გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;

ე) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ან/და მავნე ნივთიერებებს;

ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;

ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი ან/და ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან

სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;

ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები და ა.შ.;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება - დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;

ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;

მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, განთავსება;

ნ) მომხმარებელი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;

ო) ოპერატორი – მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

პ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი – სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;

ჟ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების დამუშავების ობიექტზე გადატანა;

რ) მოსაკრებელი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;

ს) მოსაკრებლის გადამხდელი –ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს;

ტ) აბონენტი - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად შესაბამის სამსახურში.

უ) ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.


მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი
1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო ადგილზე განთავსებას.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.

4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

5. ნებისმიერი მესაკუთრე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.

6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.


მუხლი 4. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია შესაბამის სამსახურში დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.

3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირებისა და გაუვნებლებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.

5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/დაარაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე.

6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები.

9. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

10. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის ან/და შეჩერების შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ან/და შეჩერების ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.


მუხლი 5. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და მათი ტრანსპორტირება
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი სათავსები.

2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.

4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავისთვის საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების შეძენა, რომელთა განთავსების ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს ოპერატორთან.

5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.

6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის, ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.

8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.

9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.    

10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყრას სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძურო ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.

11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.

12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.

13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს.

14. ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სანქციებს.


მუხლი 6. მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი
1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.

2. სავალდებულოა მოსაკრებლის, გადახდა დადგენილ ვადებში.

3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.


მუხლი 7. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება
შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.

 


მუხლი 8. ტექნოლოგიები მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული).

 


მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით
1. მუნიციპალიტეტმა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს შპს „მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესებით.

2. ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი
ამ წესით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულებები არ მოქმედებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე იმ ტერიტორიებზე სადაც არ არის დანერგილი ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.