დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/01/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016595 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.153.016407, 08/02/2018), კერძოდ: დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის შემდეგნაირად: ა) მე-2 კლასის საცხოვრებელი სახლი, მე-2 კლასის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, გარდა სათბურისა – 2 (ორი) ლარი; სათბური – 1 (ერთი) ლარი. ბ) მე-2 კლასის კომერციული დანიშნულების ობიექტები, მე-3 კლასის საცხოვრებელი სახლი და სხვა დანარჩენი – 3 (სამი) ლარი; გ) ხაზობრივი ნაგებობა (გარდა პირველი კლასისა) – ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის 1 (ერთი) ლარი“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები