შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016210
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
30/01/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
010250020.35.135.016210
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების(გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2018 - 27/12/2023)

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 30 იანვარი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი ყოველი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 525 (ხუთას ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

მუხლი 2
`ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე