დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19 |
დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.135.016325 |
19
27/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
010250020.35.135.016325
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებში (გამოქვეყნების წყარო: ვებგვერდი – www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016210) პირველ მუხლში შეტანილ იქნას ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1 შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი ყოველი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 735 (შვიდას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები