დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016304
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
31/01/2018
ვებგვერდი, 07/02/2018
200140030.35.156.016304
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/02/2018 - 22/02/2019)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2018 წლის 31 იანვარი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების   მიწის   ნორმატიული   ფასის   განსაზღვრის   წესის  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  პრეზიდენტის  2013  წლის  8  ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა  და „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   25-ე   მუხლის   შესაბამისად,   დმანისის   მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს   დმანისის  მუნიციპალიტეტში  დმანისის  თვითმმართველობის  და  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2
ამ დადგენილების  ამოქმედების  დღიდან  ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 21  თებერვლის №2  დადგენილება (სსმ www.matsne.gov.ge, 24/02/2017, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.156.016250) „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი



დანართი №1

დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დმანისის  მუნიციპალიტეტში  დმანისის  თვითმმართველობის  და სახელმწიფო  საკუთრებაში  არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნორმატიული  ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN  = IMG *  ITL  *  C  *  K, სადაც:

ა) CN  არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

 ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;

გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,23

1,0

0,24

30

1,656

3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე მიწის  ნორმატიული ფასი დადგენილია  ქ.დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს.