დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.057.016269 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2018 - 28/07/2022)
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა გრანტებთან დაკავშირებით გაითვალისწინონ შემდეგი:
|
1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით მისაღები ქონების ღირებულება აღემატება ასი ათას ლარს, გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.
|
მუხლი 2.
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ შემდეგი:
|
1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტი, მის გაფორმებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დასკვნასთან ერთად განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.
2.თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით. 3. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის შესახებ უნდა ეცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 3%-ს, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 5. კონკრეტული მიმართულების მიხედვით გრანტის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები