,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2022
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.057.016363
6
28/07/2022
ვებგვერდი, 01/08/2022
010340000.32.057.016363
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №6

2022 წლის 28 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

 


1.  შეტანილ იქნეს ცვლილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრუ­ლებელი ხელისუფლების დაწესე­ბულებების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა  შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში (სსმ, №3, ვებგვერდი, 06.02.2018, 010340000.32.057.016269) და:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა, სსიპ ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ შემდეგი:

1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტი, მის გაფორმებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დასკვნასთან, ხოლო სსიპ -ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შემთხვევაში, ასევე, კონტროლის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების დასკვნასთან ერთად, განსახილველად უნდა წარედგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით.

2. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით, ხოლო სსიპ – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და სსიპ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება კონტროლის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით.

3. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ათი ათას ლარს, სამინისტრო უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის შესახებ უნდა ეცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

4. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ათი ათას ლარს, სსიპ – ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და სსიპ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო უფლებამოსილია, კონტროლის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფ­ლების დაწესებულების წინასწარი თანხმობით  მიიღოს გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის შესახებ უნდა ეცნობოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

5. სამინისტროს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაცემული გრანტის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისთვის დამტკიცებული ასიგნებების 3%-ს, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. 

6. კონკრეტული მიმართულების მიხედვით გრანტის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროს მიერ.“.

 

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე