დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 205 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.157.016309 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/02/2018 - 27/09/2019)
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“
ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –
ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №76 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 08/09/2014 წ.სარეგ.კოდი 010250020.35.157.016180).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები
|
მუხლი 1.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური
|
1. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობას, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა/თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 5. სამსახურის მისამართია საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34. |
თავი II
სამსახურის საქმიანობა
|
მუხლი 2.
სამსახურის ფუნქციები
|
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე სისტემის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული კომუნიკაციების შექმნასთან, რეაბილიტაციასთან და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმების და პროგრამების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული პროგრამების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გ) წინადადების შემუშავება გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების შესახებ; დ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობა, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება; ე) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისათვის საჭირო წინადადებების და პროგრამების პროექტების მომზადება; ვ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების მომზადების ორგანიზება; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; თ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; ი) გეგმარებითი დავალებების მომზადება; კ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა; ლ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადებისა და მათი განხორციელების კოორდინაცია; მ) საქმისწარმოების უზრუნველყოფა მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; ნ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ო) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა
|
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების –
განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება. |
მუხლი 4.
არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება
|
არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების მომზადების ორგანიზებას; ბ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე; გ) წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) გეგმარებითი დავალებების პროექტების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ჩამოყალიბებასთან და განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების და შესაბამისი პროექტების მომზადებას; ვ) მუნიციპალური სამშენებლო დაკვეთებისათვის საჭირო სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების დოკუმენტაციის მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ზ) საქმისწარმოების უზრუნველყოფას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; თ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას; ი) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
ინფრასტრუქტურის განყოფილება
|
ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; დ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
თავი III
სამსახურის მართვა
|
მუხლი 6.
სამსახურის ხელმძღვანელობა
|
1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. |
მუხლი 7.
განყოფილების უფროსი
|
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. |
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
|
მუხლი 8.
სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
|
|
სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები