დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016303 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/02/2018 - 29/06/2018)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
|
მუხლი
1. ზოგადი
დებულებები
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო „გენდერული თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ქმნის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში – საბჭო ). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, „გენდერული თანასწორობის შესახებ “ საქართველოს კანონის , ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით . 4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე . მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები , ამოცანები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია : ა ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა ; ბ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება ; გ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით , საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და საკრებულოსათვის წარდგენა ; დ ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად , ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა ; ე ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა , შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ; ვ ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება , გარდა ისეთი დოკუმენტებისა , რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ; ზ ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების , დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა , თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ; თ ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა ; ი ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან /და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად . 2. საბჭო უფლებამოსილია : ა ) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში ; ბ ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები და ამ ორგანოების თანამდებობის პირები და მოითხოვოს მათგან ინფორმაციის მიღება ; გ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები . მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს თავმჯდომარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე , ან მისი დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე . 2. საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე . 3. საბჭო შედგება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 8 წევრისაგან , რომელთა შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან /და მუშაობის გამოცდილება . 4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით , საბჭოს მუშობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა , სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა , არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა . მუხლი 4. საბჭოს მუშაობის წესი 1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე . 2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე . 3. სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს : ა ) საბჭოს თავმჯდომარეს ; ბ ) საბჭოს წევრს . 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი . 5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით , ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა . 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით , რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე . მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ –ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ -ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები