„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016335
38
29/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
010250050.35.165.016335
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2018 წლის 29 ივნისი

ქ. საგარეჯო

,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილება ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2018, 010250050.35.165.016303) და დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკრებულოს       წევრების, მუნიციპალიტეტის მერის მიერ შერჩეული პირის/პირების, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, რომელთაც აქვთ გენდერულ  თემებზე მუშაობის გამოცდილება ან/და ინფორმირებულობა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირებისაგან. საბჭო შდგება არანაკლებ 8 წევრისაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი