საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობების, მათი გაცემის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობების, მათი გაცემის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 13/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260040.10.003.020353
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
26/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
120260040.10.003.020353
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობების, მათი გაცემის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (26/01/2018 - 26/03/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2018 წლის 26 იანვარი

   ქ. თბილისი

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოებისა და დანამატის ოდენობების, მათი გაცემის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის (შემდგომში −  სამსახური) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფულადი სარგოები განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით;

ბ) სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ოდენობები განისაზღვროს №2 დანართის მიხედვით;

გ) სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა წოდებით ნამსახურები წლებისა და სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მრავალშვილიანი მოსამსახურეებისათვის დანამატის ოდენობები განისაზღვროს №3 დანართის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ფულადი სარგოები და დანამატის ოდენობები ვრცელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2017 წლის 7 დეკემბრის №1621-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეებზე.

3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული დანამატის გარდა, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეს აგრეთვე შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი.

 

მუხლი 2
1. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეს ფულადი სარგო და დანამატი ეძლევა ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

2. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურის ფულადი სარგოს (თანამდებობრივი სარგო) და დანამატის, გარდა წოდებრივი სარგოსა და წოდებით ნამსახურები წლებისათვის ფულად სარგოზე დანამატისა, დაანგარიშება ხდება კალენდარული დღეების მიხედვით.

3. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეს წოდებით ნამსახურები წლებისათვის ფულად სარგოზე დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.

4. სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა წოდებით ნამსახურები წლებისათვის ფულად სარგოებზე დანამატის დაანგარიშებისას, სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდი.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 15 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 31 მარტამდე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი