დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016389 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/01/2018 - 30/09/2019)
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკავრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1 და დანართი №2); 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმა (დანართი №3); 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №4); 4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5); 5. მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №6); 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №7); 7. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (დანართი №8); 8. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტი (დანართი №9). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 02/04/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016228); 2. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016237); 3. „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016240).
|
| მუხლი 3 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები