ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016396
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
23/01/2018
ვებგვერდი, 30/01/2018
010260020.35.105.016396
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2018 - 02/02/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №8

2018 წლის 23 იანვარი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ.“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2  პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3  მუხლისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი), ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებისა და მათი განთავსების საბოლოო ადგილზე ტრანსპორტირებისათვის და დამტკიცდეს თანდართული  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“  (დანართი №1).
მუხლი 2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე  განისაზღვროს 0,5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს  4 სულით.
მუხლი 3
იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა  განისაზღვროს 25 ლარით თვეში 1 მ3    საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე (დანართი №2).
მუხლი 4
დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზის თანახმად ნაკლებია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით განსაზღვრული საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვარი №2 დადგენილება;

ბ) „ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის   დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის ოდენობის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის  წესისა და იურიდიული პირების, ორგანიზაციების,  დაწესებულებების და  ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის დამტკიცების  შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №10 დადგენილება;

გ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 აპრილის №24 დადგენილება.

მუხლი 6
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი №1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია


მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში-ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე იგი  განსაზღვრავს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  საყოფაცხოვრებო ნარჩენების  წარმომქმნელთა  მიერ დასახლებული  ტერიტორიის  დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდას.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  დაგვა-დასუფთავებას და ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  წარმოქმნილი  სხვადასხვა  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების  საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

3. მოსაკრებელი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული  ტერიტორიის დასუფთავების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს.

4. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს  დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობის ან/და გადახდის ვადების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა  განისაზღვრება საქართველოს  კანონმდებლობით.

5. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის და განთავსების, ასევე ქუჩების დაგვა-დასუფთავებისათვის ხარჯები დაიფაროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“  ცენტრის მიერ მომხმარებლისთვის       სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.

მუხლი 3
1.მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი წესდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო  ხარჯების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირების,  ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართის,  დასაქმებული პერსონალის  რაოდენობის, საქონლის (მომსახურების),  მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო  კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით.            

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს მესაკუთრემ, რომლის საკუთრებაზეც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია  მოსაკრებლის გადახდა მოხდეს  ერთიანად ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ  იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

5. დასუფთავების მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს იმ ორგანიზაციებმა, დაწესებულებებმა, იურიდიულმა პირებმა და ინდმეწარმეებმა, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

6. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს  ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა  პირის მიერ.

7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

8. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც  შეტანილი იყო ახალი  განაკვეთის  ძალაში შესვლამდე, აღემატება  ახალ ამოქმედებულ განაკვეთს,  სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება  წარმოიქმნება  მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.  ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2.არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი  საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების  ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება  დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები,  შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის  სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც  სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება  საერთო სიის  მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება  ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ  თვის დასრულებასთან ერთად.

4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის გარდა),  თითოეული მოსახლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება  აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის  შესაბამისი  ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს  შესაბამის სამსახურს.  მოთხოვნის შემთხვევაში  აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არყოფნის  დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი (გაცემული ვიზა ან სამგზავრო ბილეთი, ამხანაგობის ცნობა და  ა.შ.).

5.მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომელსაც არ მიეწოდება დასუფთავების სერვისი.

6. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც დასუფთავების სერვისის  მიუწოდებლობის გამო დროებით გათავისუფლდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან, აღუდგება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება  სერვისის მიწოდებისთანავე.


მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები.

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორებით

2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.


მუხლი 6. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები

 

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის / სახლის მესაკუთრე , ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე , იურიდიული პირი , ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად . წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებად .

2. ზუგდიდის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის /სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა ) ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებებს . ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი , რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ დაუყოვნებლივ ან /და არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურებს ან ოპერატორს , რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე , აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილებების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი .

3. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები , ორგანიზაციები , იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე ) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები , მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა დაწესებულებები , ორგანიზაციები , იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე .

4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილებების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ან /და ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე ) მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილებების (კორექტირების ) შეტანის მიზნით , დაწესებულებები , ორგანიზაციები , იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა , აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტი .


მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.

მუხლი 8
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს  შეუძლია  ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.

დანართი№2

დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისათვის და

იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის

დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა


№№

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)

შენიშვნა

1.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები.

საერთო ფართის 1 მ2

0,08

 

2.

სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1მ2 ან

1მ3

0,41 ან

25

 

3.

ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები

საერთო ფართის 1 მ2 ან  1მ3

0,9 ან

25

 

4.

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

 

0,41

 

5.

სკოლები, ინტერნატები, ბაგა-ბაღები

 

ერთი სული

 

0,1

 

6.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები,  ინსტიტუტები, პროფესიული  სასწავლებლები, კოლეჯები          

ერთი სული

0,41

 

7.

სასტუმროები (კვების ბლოკის გარეშე)

მომსახურების ერთეული-ერთი საწოლი

3

 

8.

საავადმყოფოები

1 მ3

25

 

9.

პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური  ცენტრები

საერთო ფართის 1მ2 ან

 1მ3

0,58 ან

25

 

10.

აფთიაქები

სამუშაო ფართის 1მ2 ან

1მ3

0,9 ან

25

 

11.

სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები

საერთო ფართობის 1მ2

 

0,05

 

12.

დახურული ტიპის სპორტული დარბაზები

დახურული ფართის 1მან 1მ3

0,33 ან

25

 

13.

სასურსათო, შერეული საქონლის და სხვა დასახელების მარკეტები (მაღაზიები)

სავაჭრო ფართის  1მ2 ან 1მ3

0,9 ან

25

 

14.

სამრეწველო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ2

0,5

 

15.

ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდები

სამუშაო ფართის 1მ2

0,41

 

16.

აგრარული ბაზრობები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1მ2 ან

1მ3

 

0,75 ან

25

 

17.

სამრეწველო და შერეული საქონლის ბაზრობები

სამუშაო ფართის 1მ2

0,45

 

18.

ავტოსადგომები

1მ2

0,18

 

19.

ბენზინგასამართი სადგურები

1მ2  ან  

1მ3

0,8 ან

25

 

20.

აბანოები, საუნები

1მ2

0,65

 

21.

სადალაქოები, სილამაზის სალონები

1მ2

0,9

 

22.

რესტორნები, კაფე-ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები (შაურმა)

ერთი დასაჯდომი ადგილი ან

1მ3

2,8 ან

25

 

23.

საცხობები და საკონდიტროები

1მ2

0,75

 

24.

ტოტალიზატორები, სისტემურ-ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაში კლუბები

1მ2

1

 

25.

რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები

1 მ2 ან

1 მ3

0,4  ან

25

 

26.

ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები.

1 მ2

0,04

 

27.

ატრაქციონები, აკვა-პარკები

1 მ2

0,1

 

28.

სამხედრო ნაწილები, პენიტენციალური სისტემა

1მ3

25

 

29.

ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო

1მ2 ან

1მ3

0,45 ან

25

 

30.

საბითუმო და სამაცივრო საწყობები და ბაზები

1მ2 ან

1მ3

0,4 ან

25

 

31.

საბანკეტო დარბაზები

1მ3

25

 

32.

სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრისა და სხვა სახელოსნო

სამუშაო ფართის 1 მ2

0,75

 

33.

თხილის გადამამუშავებელი საწარმოები

1მ3

25

სეზონური

34.

სანერგე მეურნეობები, სათბურები

1მ3

25

 

შენიშვნა: ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაირიცხება.