„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016411
23
02/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010260020.35.105.016411
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ “ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2018 წლის 2 თებერვალი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  დასუფთავების მოსაკრებლის  შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №8  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.105.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

„მუხლი 2.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში  დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად  სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა  განისაზღვროს 4 სულით, ხოლო ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში)  კომლზე 1 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 2 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია