დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016240 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/01/2018 - 19/02/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. |
2.
დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება. |
3.
დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომ – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით. |
| მუხლი 2 |
საბჭო ხელს უწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვასა და დამტკიცებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას. |
თავი II
საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები |
| მუხლი 3 |
ა) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება; დ) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა; ვ) საჭიროების შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაბარება და მათგან ინფორმაციის მიღება; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ან/და ექსპერტების მოწვევა; თემატური ჯგუფების შექმნა; კ) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
| მუხლი 4 |
გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საბჭო:
ა) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების შესახებ; გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს მათში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; დ) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და გენდერულ საკითხებში მრჩევლებთან. |
| მუხლი 5 |
საბჭო წელიწადში ერთხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს წარუდგენს გაწეული საქმიანობისა და ხელვაჩაურის მუნიციპლაიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ. |
| მუხლი 6 |
საბჭო უფლებამოსილია,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო , სხვადასხვა სახის ურთიერთობებში. |
თავი III
საბჭოს სტრუქტურა , შემადგენლობა და საბჭოს მუშაობის წესი |
| მუხლი 7 |
| მუხლი 8 |
1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: ა) საბჭოს თავმჯდომარეს; ბ) საბჭოს წევრებს. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. |
| მუხლი 9 |
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები