დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016246 |
|
„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №05 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №05 დადგენილებასა (www.mastne.gov.ge, 24/01/2018 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016240) და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; ბ) დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები