გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016371
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
17/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
010250050.35.166.016371
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/01/2018 - 19/02/2018)

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2018 წლის 17 იანვარი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიეტტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი №1 – პროგრამა; დანართი №2 – ბიუჯეტი;  დანართი №3 – თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში; დანართი №4 – ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად – დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2017 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის №1 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge 11/01/2017, 010250050.35.166.016298)
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგია შაოშვილი



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა

თავი I
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018  წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანია:

ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;

ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;

გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა;

გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება;

ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა;

ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;

ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება.

თ) ობოლ და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება.


მუხლი 3. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:

1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა.

2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა.

3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება.

4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა.

5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა.

6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა.


თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები

მუხლი 4. სოციალური დახმარების პრიორიტეტები
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:

1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება.

3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.

4. მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების დახმარება, მეორე მსოფლიო ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ­– დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის.

5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.

6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად.

7. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა.

8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება.

9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება.

10. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

11. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

12. შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე ოჯახის დახმარება დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით.

13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) ოჯახისათვის დენის გადასახადის მიზნით; დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის ყოველთვიური მომსახურების დაფინანსება.“.

14. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის დახმარება.

15. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი.

16. დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება.

17. პირს, რომელიც, საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე.

18. 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება.

19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი.

20. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა.


მუხლი 5. სოციალური ღონისძიებები
სოციალური ღონისძიებებია:

1. მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა.

2. ჯანდაცვის ღონისძიებების – გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება.

3. ონკოლოგიურ ავადმყოფთა მედიკამენტებით, გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება.

4. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა.

5. იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

6. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება.

7. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმენიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით.


თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა

მუხლი 6. სოციალური დახმარების დაფინანსება
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1240000 ლარი.

მუხლი 7. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 8. სოციალური დახმარების დაუშვებლობა
დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებზეც შესაძლებელია დახმარების გაწევა წელიწადში მეორედაც.

მუხლი 9. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

დ) აბონენტის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;

ე) ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მომართვა;

დ) აბონენტის ნომერი.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) აბონენტის ნომერი.

4. მარტოხელა დედის ოჯახი, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი

ა) განცხადება;

ბ) დედის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) აბონენტის ნომერი.

5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის ანგარიშის  ნომერი.

6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის ანგარიშის  ნომერი.

7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

დ) აბონენტის ნომერი.

8. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის):

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ცნობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ ხარჯის გამწევის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი პასუხისმგებელი პირის.

9. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს  სამედიცინო დახმარებას:

ა) განცხადება;

ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;

ე) ამონაწერი სოც. დაუცველ ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

10. სოციალურად დაუცველი  და ობოლი სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის  (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) სტუდენტის მოწმობა;

ვ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშის ნომერი;

ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ;

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

 11. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა;“;

ე)  ანგარიშფაქტურა.


მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა 
1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი (მამა) რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით.

3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე.

4. მეორე მსოფლიო ომში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება – 500 ლარი, ომის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში – დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით.

5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა, (თუ საჭიროა  სამედიცინო დახმარება, კვლევა, მკურნალობა, ოპერაცია) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება დანართი 3-ის შესაბამისად.

6. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტების ღირებულებაზე და დანართი 4-ის  შესაბამისად.

7. ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა.

8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 300 ლარის ოდენობით.

9. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

10. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს 100 ლარისა თვეში.

11. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, დენის გადასახადის დაფინანსების მიზნით, განისაზღვრება 1 ბავშვზე 8 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 12 ლარის ოდენობით.

12. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – 200 ლარის ოდენობით;

13. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება თვეში 20 ლარიდან 50 ლარამდე.

14. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთათვის, რომელთაც აღენიშნებათ მეტყველების განვითარების შეფერხება და ესაჭიროებათ მეტყველების თერაპია, ლოგოპედის მომსახურებისათვის გაიცემა თვეში 60-დან 150 ლარამდე,  საჭიროების გათვალისწინებით.

15. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება-500 ლარის ოდენობით.


მუხლი 11. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია.

2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.


თავი IV
დასკვნითი დებულებები

მუხლი 12. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი 
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.

2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია.

3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე.

4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში.


მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:

1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და სოც. განვითარების სამსახური.

2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოც. განვითარების სამსახური.


მუხლი 14. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 15. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.

მუხლი 16. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:

1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.

2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.

3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა.

4. პროგრამის განხორციელების ვადები.


მუხლი 17. პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელების შედეგად:

1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი.

2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას.

3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.

4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.



გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი

 
      სოციალური დახმარების მოცულობა / ლარი/  
    ბენეფიციართა სავარაუდო რაოდ-ბა  
დასახელება   ერთ ბენეფიციარზე სულ რეალიზაციის ვადა
1 უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 200   170000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება     85000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
3 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:     100000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
4 უკიდურესად გაჭირვებულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება   50   წელიწადში ერთხელ 65 000-დან 120 000-მდე,
5 ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სატრანსპორტო ხარჯების დაფინანსება   20-50   ყოველთვიურად
6 ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი   8   ყოველთვიურად
7 ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი   12   ყოველთვიურად
8 მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, ელექტროენერგიის გადასახადი   8   ყოველთვიურად
9 მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირის ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი   8   ყოველთვიურად
10 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადი   8   ყოველთვიურად
11 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარება   200   წელიწადში ერთხელ
12 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორცმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯი   100   ყოველთვიურად
13 ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის:     290000 პროგრამის შესაბამისად
14 ეკონომიურად გაჭირვებული ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად   არაუმეტეს 100 ლარი   პროგრამის შესაბამისად 0-დან 120000-მდეა.
15 სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება   არაუმეტეს 500 ლარი   პროგრამის შესაბამისად 0-დან 160000-მდეა.
16 ოჯახი სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დავადებულია მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფ   60-80ლარი   ყოველთვიურად
17 A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება   35-70 ლარი   ყოველთვიურად
18 ოჯახი რომლის არასრულწლოვან წევრს აქვს სამი ან მეტი დაავადება   100 ლარი   ყოველთვიურად
19 ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, მათ შორის:     40 პროგრამის შესაბამისად
20 სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება   არაუმეტეს 5000 ლარი 25000 პროგრამის შესაბამისად
21 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინის ქირის გადასახადი   არაუმეტეს 100 ლარი 15 პროგრამის შესაბამისად
22 ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება   300 ლარი 220 პროგრამის შესაბამისად
23 მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, ფულადი დახმარება 113 100 ლარი ყოველ მე-4 და მომდევნო არასრულწლოვან ბავშვზე 160 ყოველთვიურად
24 მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება     2000 პროგრამის შესაბამისად
25 /გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის/   250   პროგრამის შესაბამისად
26 2008 წლის ომში გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება   500   წელიწადში ერთხელ
27 უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი   250 3000 პროგრამის შესაბამისად
28 ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება   500 20

პროგრამის შესაბამისად ობოლი და 0-დან 150000-მდეა.“;

29 ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური მოქალაქეების თანადაფინანსება სამედიცინო კუთხით. მათ შორის:     150000 პროგრამის შესაბამისად
30 ეკონომიურად გაჭირვებული ონკოლოგიური ავადმყოფების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად   150   არაუმეტეს წელიწადში ორჯერ
31 ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევებისა და სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება   500   არაუმეტეს წელიწადში ორჯერ
  სულ:     1240000  

 


ეკონომიურად  გაჭირვებული  მოქალაქეების   თანადაფინანსების  კრიტერიუმები სამედიცინო მომსახურებაში

1

50

 ლარი

35

   

34

400

 ლარი

180

2

60

 ლარი

40

   

35

410

 ლარი

180

3

70

 ლარი

50

   

36

420

 ლარი

180

4

80

 ლარი

55

   

37

430

 ლარი

185

5

90

 ლარი

65

   

38

440

 ლარი

185

6

100

 ლარი

70

   

39

450

 ლარი

190

7

110

 ლარი

75

   

40

460

ლარი

190

8

120

 ლარი

75

   

41

470

ლარი

195

9

130

 ლარი

80

   

42

480

ლარი

195

10

140

 ლარი

85

   

43

490

ლარი

200

11

150

 ლარი

90

   

44

500

ლარი

200

12

160

 ლარი

100

   

45

520

ლარი

200

13

170

 ლარი

100

   

46

530

ლარი

210

14

180

 ლარი

110

   

47

550

ლარი

210

15

190

 ლარი

115

   

48

560

ლარი

220

16

200

 ლარი

120

   

49

580

ლარი

220

17

210

 ლარი

120

   

50

600

ლარი

230

18

220

 ლარი

120

   

51

630

ლარი

230

19

230

 ლარი

120

   

52

650

ლარი

230

20

240

 ლარი

120

   

53

680

ლარი

240

21

250

 ლარი

125

   

54

700-750

ლარი

250

22

260

 ლარი

130

   

55

780

ლარი

260

23

270

 ლარი

135

   

56

800

ლარი

270

24

280

 ლარი

140

   

57

850

ლარი

280

25

300

 ლარი

150

   

58

900-1000

ლარი

300

26

310

 ლარი

150

   

59

1000-1100

ლარი

320

27

320

 ლარი

155

   

60

1100-1200

ლარი

330

28

330

 ლარი

155

   

61

1200-1300

ლარი

340

29

340

 ლარი

160

   

62

1300-1400

ლარი

360

30

350

 ლარი

160

   

63

1400-1500

ლარი

380

31

360

 ლარი

170

   

64

1600-2000

ლარი

400

32

380

 ლარი

170

   

65

2000-2500

ლარი

450

33

390

 ლარი

170

   

66

2500-და  ზევით

ლარი

500

 


ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად

ჩვეულებრივი

 

 

 

ონკოლოგიური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

30

 ლარი

20

1

50

ლარი

40

2

35

 ლარი

25

2

55

ლარი

45

3

40

 ლარი

30

3

60

ლარი

45

4

45

 ლარი

30

4

65

ლარი

45

5

50

 ლარი

35

5

70

ლარი

50

6

55

 ლარი

35

6

75

ლარი

50

7

60

 ლარი

35

7

80

ლარი

55

8

65

 ლარი

40

8

85

ლარი

55

9

70

 ლარი

40

9

90

ლარი

60

10

75

 ლარი

45

10

100

ლარი

60

11

80

 ლარი

50

11

100-120

ლარი

65

12

85

 ლარი

50

12

120-200

ლარი

80

13

90

 ლარი

50

13

200-230

ლარი

90

14

100

 ლარი

50

14

230-300

ლარი

100

15

100-120

 ლარი

55

15

300-330

ლარი

120

16

120-200

 ლარი

60

16

330 და ზევით

ლარი

150

17

200-220

 ლარი

65

 

 

 

 

18

220-300

 ლარი

70

 

 

 

 

19

300-330

 ლარი

75

 

 

 

 

20

330-370

 ლარი

85

 

 

 

 

21

370-400

 ლარი

90

 

 

 

 

22

400 და ზევით

 ლარი

100