„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016388
21
19/02/2018
ვებგვერდი, 27/02/2018
010250050.35.166.016388
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 19 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 22.01.2018, 010250050.35.166.016371) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პირველი დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამა“

3. დანართის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-6, მე-7 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის რეგისტრაციის ადგილია გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 65 000-დან-120 000-მდე, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ონკოლოგიურ ავადმყოფებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებზედაც დახმარება გაიცემა, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ოჯახი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.“.

„5. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 0-დან-160000-მდე.

6. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 0-დან-120000-მდე.

7. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა.“.

„19. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტცმენის ადაპტაცია-რებილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯი.“.

4. დანართის მე-4 მუხლს დაემატოს 21-ე, 22-და 23-ეპუნქტები:

21. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება.

22. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება.

23. თირკმლის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე მოქალაქეების (რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) მედიკამენტების თანადაფინანსება.“.

5.ამავე დანართის მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

გ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

დ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

ე) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

ვ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

ზ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

თ) მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დაკრძალვაზე პასუხისმგებელი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

ი) მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“;

6. ამავე დანართის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები:

„12. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ამონაწერი სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

13. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) ამონაწერი სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან.

14. თირკმლის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე მოქალაქეების, (რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით), მედიკამენტების თანადაფინანსება.

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ანგარიშფაქტურა – კალკულაცია.

15. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება.

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) სტუდენტის მოწმობა;

ე) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშის ნომერი;

ვ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ.“.

7. ამავე დანართის მე-10 მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალშობილთა ოჯახების დახმარება იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის რეგისტრაციის ადგილია გურჯაანის მუნიციპალიტეტი – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით.

„3. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი - ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით ყოველ მეოთხე და მონდევნო ბავშვზე, 18 წლის ასაკამდე.“.

„6. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტის ღირებულებაზე.“.

7. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა.“.

„15. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 1000 ლარის ოდენობით.“.

8. ამავე დანართის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები:

„16. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (თუ ორსულს ესაჭიროება რაიონის გარეთ გადაუდებელი სამედიცინო კვლევის ჩატარება – 100 ლარის ოდენობით.

17. თირკმლის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე მოქალაქეების (რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) მედიკამენტების თანადაფინანსება ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.

18. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 1000 ლარის ოდენობით.“.

9. ამავე დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.“.

10. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართები №2, №3, №4.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი