დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10-19 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/01/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/02/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016449 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (16/01/2018 - 21/02/2018)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების და მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 2-ის შესაბამისად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 3-ის შესაბამისად; დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 4-ის შესაბამისად; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 5-ის შესაბამისად; ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 6-ის შესაბამისად; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 7-ის შესაბამისად; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 8-ის შესაბამისად; ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 9-ის შესაბამისად; კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 10-ის შესაბამისად; ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 11-ის შესაბამისად; მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 12-ის შესაბამისად; ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 13-ის შესაბამისად; ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და განახლების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 14-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 22 თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები