ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 06/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016325
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
12/01/2018
ვებგვერდი, 17/01/2018
010250050.35.138.016325
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/01/2018 - 31/05/2022)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2018 წლის 12 იანვარი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2  პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების’’ შესახებ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის  შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კონტროლისა და აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის  №10 დადგენილება.  
2. ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 ოქტომბრის  №42 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე




დანართი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების

სამსახურის დებულება


მუხლი 1. სამსახურის ცნება
1. ახალციხის   მუნიციპალიტეტის   მერიის   შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური   (შემდგომში სამსახური)   არის ახალციხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სტრუქტურული  ერთეული,  რომელიც  უზრუნველყოფს საქართველოს  მოქმედი  კანონმდებლობით,  მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება წინამდებარე დებულებით, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

3. სამსახურის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას  ახორციელებს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა.


მუხლი 2. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები
1.      სამსახური  თავის  საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  საქართველოს  კონსტიტუციით,  საქართველოს  ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით,  „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონით, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, რომელიც ასრულებს კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.


მუხლი 3. სამსახურის შემადგენლობა
1. სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი;
ბ) მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფელების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) სამსახურის მოხელეები.
2. სამსახურის სტრუქტურის ქვედანაყოფია მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფელება.

მუხლი 4. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციები
1. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მერიის  სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) მერიის სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) მერიის სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

დ) შიდა აუდიტის წლიური და  სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) მერიის სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით მერის ან/და შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების წარდგენა, შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად მერისათვის წარდგენა;

ვ) სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების  შემდგომი შესრულების  მონიტორინგი;

თ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის  განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ი) მერიის სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;

კ) მერიის სისტემაში არქივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

ლ) მერიის სისტემაში სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;

მ) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, დისციპლინისა და კანონიერების დაცვის შეფასება;

ნ) სამართალდარღვევების, სამსახურებრივ გადაცდომათა და მერიის მიზნებთან შეუსაბამო  ქმედების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ასევე მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ინსტრუქციების პროექტების შემუშავება და მერისთვის წარდგენა;

ო) მერიის სისტემის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;

პ) მერის ცალკეული დავალებების შესრულება;

ჟ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონმდებლობას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას.


მუხლი 5. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი
1. სამსახურს ხელმძღვანელობს  შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა)ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას  და პასუხისმგებელია   მერის   წინაშე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს;

ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ზ) მერის/მერის მოადგილის დავალების შემთხვევაში ახორციელებს ოფიციალური დოკუმენტების  კანონმდებლობასთან შესაბამისობას;

თ)ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

ი) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად ანგარიშვალდებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე;

კ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს. 


მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის  მოვალეობებს მისი  არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.


მუხლი 7. მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფელება
1. მონიტორინგისა და ინსპექტირების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების  შემუშავება;

ბ) სპეციფიკიდან გამომდინარე, მერიის ორგანოების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე მონიტორინგის  განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; მერისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

გ) სამსახურის მიერ შემუშავებული და  გაცემული რეკომენდაციების  შემდგომი  შესრულების მონიტორინგი;

დ) თავისი   კომპეტენციის   ფარგლებში  სახელმწიფო   ორგანოებთან,  საზოგადოების  წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობა.


მუხლი 8. სამსახურის მოხელეთა ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები
1. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების  შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურში მომუშავე საჯარო მოხელეები ასრულებენ ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მერისა და ზემდგომი ხელმძღვანელის  წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

3.   მოხელე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე.

4. მოხელე დადგენილი წესით სარგებლობს ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით.

5. მოხელე სარგებლობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოხელის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

6.  მოხელე ვალდებულია:

ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაოს თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.


მუხლი 9. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ახალციხის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.