დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.112.016338 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/01/2018 - 30/01/2019)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილება (ვებგვერდი, 31/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016284).
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესი
|
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების კულტურულ, სპორტისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაფინანსებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სხვადასხვა პროგრამიდან თანხის გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს ღონისძიებათა დაფინანსების ძირითად მოთხოვნებს.
|
თავი I
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები
|
მუხლი 1.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებია:
ა) საჩუქრებისა და პრიზების შეძენის პროგრამა; ბ) ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; გ) სასკოლო სპორტული ოლიმპიადის და სპორტი ბარიერების გარეშე ჩატარების პროგრამა; დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა; ე) ახალგაზრდული სპორტული ტურნირების მხარდაჭერის პროგრამა; ვ) სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების პროგრამა; ზ) წარმატებული სპოტსმენების და მწვრთნელების წახალისების პროგრამა; თ) შემოქმედთა წახალისების პროგრამა; ი) ტრანსპორტირებით დახმარების პროგრამა; კ) კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინანსების პროგრამა; ლ) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამა. |
თავი II
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზება და ადმინისტრირება
|
მუხლი 2.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური).
|
მუხლი 3.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
|
1.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი (კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორი ან სამსახური, ვის მიერაც ხდება სამიზნე ჯგუფის შერჩევა), წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ღონისძიების დაფინანსების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
|
2.
კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებას თან უნდა ახლდეს ჩასატარებელი ღონისძიებების პროგრამა.
|
3.
სამიზნე ჯგუფის შერჩევა და დაფინანსების მოთხოვნა პროგრამებიდან ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის შუამდგომლობით.
|
4.
შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებიდან დაფინანსების მთხოვნელთა განცხადებების განხილვას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 4.
განცხადებების განხილვა
|
შემოსულ განცხადებებს განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახური.
|
მუხლი 5.
სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღება
|
სამსახური სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
|
მუხლი 6.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
|
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას ან/და აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.
|
მუხლი 7.
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსება
|
სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამის დაფინანსებას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები