დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.105.016391 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/01/2018 - 22/03/2018)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილების დანართის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
". |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №34 დადგენილება; ბ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №11 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავეю აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
|
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ასანაზღაურებელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, რომელიც შეადგენს არაუმეტეს 397,50 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი და ორმოცდაათი) ლარს.
|
მუხლი 2.
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
|
1. საკრებულოს წევრს აუნაზღაურდება საკრებულოს სხდომებზე დასწრების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადების, დადგენილების პროექტის ინიციირების, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისათვის კითხვით მიმართვის, ამომრჩეველთა მიღების, ამომრჩეველთა შეხვედრის, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვისა და ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებული გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდება ზემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილებების განხორციელებისას.
2. უფლებამოსილების გაწევასთან დაკავშირებით შეიძლება ანაზღაურდეს: ა) ტრანსპორტირების ხარჯი; ბ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების ხარჯები; გ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღების, საკანცელარიო ნივთების შეძენის და სხვ.). 3. ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა, საკრებულოს წევრი აპარტში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს/ოქმებს და განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მის მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების წარმოშობისა და დასაბუთების შესახებ ინფორმაცია (ქვითარი და სხვ.). 4. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრთა მიერ ინდივიდუალურად წარმოდგენილ დოკუმენტებზე (მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ოქმი და სხვა გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მასალები) დაყრდნობით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც მოცემულია საკრებულოს წევრთა მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციათა სხდომებზე დასწრების სტატისტიკური მონაცემები, რაც საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარმოადგენს მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს. 5. საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (განცხადება, ოქმი, ქვითარი (საწვავი, სატელეფონო) და სხვ.) |
მუხლი 3.
უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
|
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას განახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები