„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016428
40
22/03/2018
ვებგვერდი, 27/03/2018
190040000.35.105.016428
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 22 მარტი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის  დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  5 იანვრის №3 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 11/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.105.016391) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა)  მე-2  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. ყოველი თვის არაუგვიანეს 5 რიცხვისა საკრებულოს წევრი აპარტში წარმოადგენს მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელ ოქმს/ოქმებს და განცხადებას, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს მის მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯების წარმოშობისა და დასაბუთების შესახებ ინფორმაცია.“;

ბ)  მე-2  მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. საკრებულოს აპარატში ყოველთვიურად  ინახება საკრებულოს წევრთა მიერ ხარჯების ასანაზღაურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი  აპრილიდან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია