დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/ნ
დოკუმენტის მიმღები სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 220050000.66.078.016003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3/ნ
28/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
220050000.66.078.016003
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2017 - 29/12/2021)

 

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №3/ნ

 

2017 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი

 

 

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქცია“. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი



დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შემდეგ ინფორმაციას:

ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკების შესახებ;

ბ) ფონდში აკუმულირებული თანხების შესახებ;

გ) კვარტალური და წლიური ანგარიშები სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

დ) სააგენტოს დებულებას;

ე) სააგენტოს ინსტრუქციებს;

ვ) ფონდის სახსრების განთავსების შესახებ;

ზ) სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს;

თ) აუდიტორის ანგარიშს.


მუხლი 2. ინფორმაციის გამოქვეყნება
1. სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე www.diagency.ge აქვეყნებს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებულ ინფორმაციას ჯამურად (აგრეგირებულ მაჩვენებლებს).

2. ინფორმაცია კომერციული ბანკების შესახებ მოიცავს: კომერციული ბანკების ოდენობას და მათ დასახელებას, აღნიშვნას მათი დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართულობის შესახებ, სათავო ოფისის მისამართს და ცხელი ხაზის ნომერს.

3. სააგენტო ყოველთვიურად აქვეყნებს ჯამურ ინფორმაციას ფიზიკური პირების დეპოზიტების საერთო ოდენობის და დაზღვეული დეპოზიტების ოდენობის შესახებ.

4. სააგენტო კვარტალურად აქვეყნებს ინფორმაციას რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამური მოცულობის შესახებ.

5. სააგენტო აქვეყნებს ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის ფონდის ოდენობის შესახებ, ინვესტირებული თანხების ოდენობას და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სტრუქტურას.


მუხლი 3. კონფიდენციალური ინფორმაცია
1. სააგენტო არ აქვეყნებს კონკრეტული კომერციული ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს.

2. სააგენტო არ აქვეყნებს ინფორმაციას კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანების ოდენობის შესახებ, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების შესახებ.

3. სააგენტო არ აქვეყნებს კომერციული ბანკის მომხმარებლების, მათი ანგარიშების და სხვა სახელობით ფინანსურ ინფორმაციას.