დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო |
| მიღების თარიღი | 23/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220050000.66.078.016023 |
|
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2017 წლის 28 დეკემბრის №3/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/12/2017; ს/კ: 220050000.66.078.016003) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მონაწილე კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ;“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფორმაცია კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შესახებ მოიცავს: კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ოდენობას და მათ დასახელებას, აღნიშვნას მათი დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ჩართულობის შესახებ, სათავო ოფისის მისამართს და ცხელი ხაზის ნომერს.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო არ აქვეყნებს კონკრეტული კომერციული ბანკისა და მიკრობანკის ფინანსურ მაჩვენებლებს. 2. სააგენტო არ აქვეყნებს ინფორმაციას კონკრეტული კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანების ოდენობის შესახებ, ასევე კონკრეტულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების შესახებ. 3. სააგენტო არ აქვეყნებს კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მომხმარებლების, მათი ანგარიშების და სხვა სახელობით ფინანსურ ინფორმაციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები