საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 565
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020275
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
565
27/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
040030000.10.003.020275
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2017 - 26/01/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №565

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 2
სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. 
მუხლი 3
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს:

ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;

ბ) სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის –  ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა.

მუხლი 4
სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მართვას (მათ შორის, მასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს) და რეგულირების საფასურს, ხოლო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ იმ მოთხოვნებისა და ვალდებულებების ნაწილში, რომელიც უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების  კონტროლს.
მუხლი 5
სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააგენტოს გადასცენ მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ქონება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6
სსიპ – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მისთვის დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო, 2017 წლის განმავლობაში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულება (ანაზღაურება).
მუხლი 7
დაევალოს სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს სააგენტოსა და სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისას მის ანგარიშზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის განაწილება.
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი